პროექტის სახელწოდება: ,, დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს....’’
პროექტის მთავარი იდეა: ვაჟა-ფშაველა 150-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება; პროექტის ბოლოს მთაწმინდის მწერალთა პანთეონში ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჩატარებული ღონისძიება.
პროექტის აქტუალობა: იდეური აღზრდა, მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბება. ვაჟას შემოქმედების უკეთ გაცნობა, როგორც პოეზიის, ასევე ფშავ-ხევსურეთის ფოლკლორის.
პრორქტის მიზნები: შემოქმედებითი და ზეპირი მეტყველების განვითარება; ინფორმაციის კვლევა-ძიების და პრეზენტაცის უნარის ჩამოყალიბება; ვაჟას შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივება; ვაჟას პოეზიის და მის ტექსტებზე შექმინილი სიმღერების ღრმად შესწავლა; ფშავ-ხევსურეთის ფოლკლორის გაცნობა.
მონაწილეთა ასაკი: 11 წელი
ვადები /ხანგრძლივობა: სამი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ნაცნობი აუდიტორიის წინაშე შემოქმედების წარდგენა; ინფორმაციული ცოდნის გაღრმავება, შეიქმნება ბლოგი, ჩაიწერება მოსწავლეთა მიერ წაკითხული ლექსები. გაკეთდება კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო და აუდიო მასალა; კომპიუტერი, ინტერნეტი; პროექტორი; თაბახის ფურცლები, 3 დიდი ფორმატი, წიგნები ვაჟას შემოქმედებაზე.
პროექტის მსვლელობა: 1) სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფუნქციების გადანაწილება (რა ფორმით გამოიხატოს მუშაობის შედეგი).
2) პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა, (მოსწავლეებმა შეაგროვონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პროექტის უკეთ დანახვაში).
3) კედლის გაზეთის გამოშვება.
4) სიმღერების შესწავლა.
5) ფშავ-ხევსურეთის ფოლკლორის შესახებ მასალის მომზადება.
6) პროექტის ბოლოს, პრეზენტაცია და მთაწმინდის მწერალთა პანთეონში ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჩატარებული ღონისძიება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, მუსიკა, ისტ.
პროექტის ხემძღვანელი: თამარ დავითაშვილი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamardavitashvili1.blogspot.com
No comments:
Post a Comment