ჯაზი თუ ჰარმონიული ქაოსი
პროექტის სახელწოდება: ,, ჯაზი თუ ჰარმონიული ქაოსი’’
პროექტის მთავარი იდეა: ჯაზის წარმოშობის ისტორია.საზოგადოების აზრის გამოკითხვა. პრეზენტაციის მოწყობა. პრეზენტაციის ვიდეო მასალის ჩვენება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეების ცოდნის ამაღლება ჯაზურ მუსიკაში. ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში, კარგ მსმენელად ჩამოყალიბება.
პროექტის მიზნები: შემოქმედებითი უნარის განვითარება; ინფორმაციის კვლევა-ძიების და პრეზენტაცის უნარის ჩამოყალიბება; ჯაზური მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება; დისკუსიაში ჩართვა; სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება; ინფორმაციული ცოდნის გაღრმავება;
ვადები /ხანგრძლივობა: ოთხი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ნაცნობი აუდიტორიის წინაშე შემოქმედების წარდგენა; ინფორმაციული ცოდნის გაღრმავება; შეიქმნება ბლოგი, ჩაიწერება და გაიშვება ჩანაწერი მოსწავლეთა მიერ საზოგადოებაში დაფიქსირებული აზრის, პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იქნება ვიდეო მასალა თემასთან დაკავშირებით და გაკეთდება კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო და აუდიო მასალა; კომპიუტერი, ინტერნეტი; პროექტორი; თაბახის ფურცლები, 2 დიდი ფორმატი.
პროექტის მსვლელობა: 1) სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფუნქციების გადანაწილება (რა ფორმით გამოიხატოს მუშაობის შედეგი).
2) პროექტთან დაკავშორებული ინფორმაციის თავმოყრა, (მოსწავლეებმა შეაგროვონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პროექტის უკეთ დანახვაში).
3) კედლის გაზეთის გამოშვება.
4) სიმღერის შესწავლა.
5) ჯაზური მუსიკის შესახებ მასალის მომზადება.
6) პროექტის მსვლელობის დროს სლაიდების ჩვენება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ისტ.
პროექტის ხემძღვანელი: თამარ დავითაშვილი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamardavitashvili1.blogspot.com
No comments:
Post a Comment